თვალის მოშორება და ბედნიერების მოზიდვა

კუდიანის ბლოგი

ვაგრძელებ ჩემსმიერ ჩატარებული მაგიურ რიტუალებზე წერას, 14 ნოემბერს პირველად დავწერე ჩემსმიერ ჩატარებული მაგიური რიტუალი. დღეს მოგიყვებით რიტუალის შესახებ, რომელიც შევასრულე შარშან მარტის თვეში.

არ მიყვარს დაბინძურებული ენერგეტიკისმქონე ადამიანებთან კონტაქტი, მათ ყოველთვის უსიამოვნება და გასაჭირი მოაქვთ ჩემთვის, მართალია ვიცი თავის დაცვის რამოდენიმე რიტუალი, მაგრამ დიდი ენერგია და ნებისყოფა ესაჭიროება და სწორედ ამის გამო ვთქვი უარი ამ რიტუალის შესრულებაზე. შარშან იანვრის თვეში, საახალწლო დღესასწაულების მიწურულს ბებიას ვესტუმრე, რომელსაც ჰყავს ერთი მეზობელი, რომელიც ბავშვობიდან არ მომწონს, მუდამ დაბიღმილი და ბოროტი თვალებით დადიის. ბებიასთვის ბევრჯერ დაუბინძურებია ბებიაჩემის ოჯახის ენერგეტიკა, ისე, რომ ბებიას ვერც კი გაუგია, მაგრამ ბებია არაა გარკვეული ამ საკითხში და მხოლოდ ცუდად ყოფნას და ავადმყოფობას გრძნობდა. ეს ქალი არამხოლოდ თავის თავს და ოჯახს აბინძურებს, არამედ სხვებსაც.
მოკლედ, ერთ დღესაც ჩვენთან სტუმრად მოვიდა. თავზე მოგვახვია თავისი გაუთავებელი პრობლემები, გასაჭირი, უბედურება და კიდევ ერთხელ დაგვიბინძურა სახლი. ამ ქალის ნეგატიურ ენერგიას ვერც მე გავუძელი და როგორც იტყვიან “გავითვალე”. ზოგისთვის ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ აბა მე…

View original post 409 more words

როგორ მივიზიდოთ სასურველი ადამიანი მაგიის საშუალებით

კუდიანის ბლოგი

გსურთ სასურველი ადამიანი მიიზიდოთ თქვენსკენ? მაშინ მომყევით, მე გასწავლით რამოდენიმე მაგიურ ელექსირს და ფხვნილს.

დავიწყოთ სასიყვარულო ელექსირით.

ამისთვის გჭირდებათ:

  • დარიჩინი
  • ყავის მარცვლები
  • შემოდგომაზე დაკრეფილი ყვითელი, წითელში გარდამავალი ფოთლები (5 ცალი)
  • 3 ყვითელი სანთელი (დაბალი სანთლები)
  • 3 გამჭვირვალე ჭიქა
  • არაყი
  • შაქარი
  • წითელი ვარდის ფურცლები

აიღეთ 3 გამჭვირვალე ჭიქა, შიგნით ჩააფინეთ ვერდის ფურცლები, შემდეგ ყვითელი სანთლები ჩადეთ და დაანთეთ. მოკალათდით და უყურეთ როგორ იწვება სანთლები, ჩაიხედეთ დანთებულ ალში, და წარმოიდგინეთ იმ ადამიანის სახე ვისი მიზიდვაც გსურთ. უყურეთ სანთელს და წარმოიდგინეთ იმ ადამიანის სახე, შემდეგ როცა სანთელი ჩაიწვება, ჭქები უცვლელად დატოვტ, ხელი არ ახლოთ, დაიწყეთ ელექსირის დამზადება.

აიღეთ არაყი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 6 წუთის განმავლობაში, აიღეთ შაქარი და 6 წუთში ჩაყარეთ არაყში, თან ვით, “ყველას აქვს გზა, ტკბილი გზა, მაგრამ თქვენ ეს არ გაქვთ “მკვდრებო”, ბნელეთის ძალებმა წაგართვეს ის, მომეცით თქვენი სიყვარული და სამაგიეროდ მიიღეთ შვება სულისა, ადუის გზაზე იართ და მომეცით მისი წყალობა, წყალობა რომელიც  ოსეიმ გადასცა მას. მან ვერ გამოიყენა…

View original post 113 more words

მთვარის კალენდარი მაგიური რიტუალებისთვის

კუდიანის ბლოგი

487485_509000719141617_1612654450_n_large

მთვარის 1-ლი დღე:

მთვარის ამ დღეს ძირითადად ატარებენ ისეთ რიტუალებს, რომლებიც როგორც მატერიალური ისე სულიერი მისწრაფებებისკენაა მიმართული მიმართული. თუ გაქვთ რაიმე სურვილი და მისი ასრულება გსურთ, მაშინ გამოიყენეთ ეს დღე.
ამ დღეს არ ხდება მსხვერპლშეწირვა.

მე-2 დღე:

ამ დღეს კარგია ტაძრის, სახლის ან რაიმე ნივთების კურთხევა და დამუხტვა. სხვა რიტუალები ამ დღეს არ სრულდება.

მე-3 დღე:

საკმაოდ აგრესული და ნეგატიური დღეა. ტარდება რიტუალები, რომლებიც შურისძიებისკენაა მიმართული. ეს დღე კარგია საბრძოლო მაგიის შესასწავლად და თავდაცვითი ტექნიკების სრუყოფისთვის.

მე-4 დღე:

ამ დღეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სტიქიებს და ჩაატაროთ რიტუალები, რომლებიც სტიქიის სულებთან დაკავშირებაში დაგეხმარებათ.

მე-5 დღე:

მთვარის ამ დღიდან იწყება ინტენსიური მაგიური სამუშაოები. დაწყებული სამკურნალო მაგიიდან, დამთავრებული – გამანადგურებელი რიტუალებით. ამ დღეს დამზადებული ბალახეულის წამალი ბევრად ძლიერია ვიდრე სხვა დღეებში დამზადებული.

მე-6 დღე:

ამ დღეს ტარდება გამაახალგაზრდავებელი რუტუალები. რიტუალები სილამაზისთვის, ფიზიკური სხეულის მწყობრში მოყვანისთვის. აგრეთვე მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭი რიტუალები.

მე-7 დღე:

პოზიტიური და ნათელი დღეა. ამ დღეს ძირითადად ტარდება რიტუალები, რომლებიც ეხება სულიერი…

View original post 552 more words

სიზმრის ახსნა (ნაწილი 2)

კუდიანის ბლოგი


გადაავლეთ თვალი რუბრიკის პირველ ნაწილს დააჭირეთ აქ!

უმეტესობის აზრით სიზმრები, ეშმაკისეულია და ცრურწმენაა, თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ და ფიქრობთ, რომ სიზმარს ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ვერ უძებნით თქვენს სიზმრებს ახსნას? მაშინ მიჰყევით სტატიას.

სიზმრების ახსნა:

სიზმრად ნახული “ანეკდოტი” – თუ სიზმარში ანეკდოტს ჰყვებოდით ან ისმენდით ესე იგი, თქვენი დღე საკმაოდ არასერიოზულად ჩაივლის.

სიზმრად ნახული “ანდერძი” – თუ სიზმარში წერთ ანდერძს, ეს იმის ნიშანია, რომ მომავალში გელით მძიმე და რთული ცხოვრებისეული პრობლემები.

სიზმრად ნახული “სასმელი” – თუ დაგესიზმრათ, რომ სვამთ სასმელს ან თუ უბრალოდ დაინახეთ სასმელი ესე იგი, თქვენ ტყუილუბრალოდ გაფლანგავთ დროს.

სიზმრად ნახული “არწივი” – თუ სიზმარში არწივი ნახეთ, ესეიგი მალე მოგიწევთ ჩხუბი ან ბრძოლა რაღაცის გამო, მაგრამ ნუ იღელვებთ, ამ ბრძოლაში გამარჯვებული თქვენ იქნებით.

საზმრად ნახული “აფეთქება” – თუ სიზმრად ნახეთ აფეთქება, ესე იგი ცხოვრებაში დანაკარგი და უბედობა გელით. ზოგადად ეს სიზმარი ცუდია და მოასწავებს, განწირვას, იმედგაცრუებას და დიდ დანაკარგს.

სიზმრად ნახული “აქანდაზი” –…

View original post 301 more words

სიზმრის ახსნა

კუდიანის ბლოგი

უმეტესობის აზრით სიზმრები, ეშმაკისეულია და ცრურწმენაა, თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ და ფიქრობთ, რომ სიზმარს ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ვერ უძებნით თქვენს სიზმრებს ახსნას? მაშინ მიჰყევით სტატიას.

სიზმრების ახსნა:

სიზმრად ნახული “აბუჩად აგდება/დამცირება” – თუ ეს გესიზმრათ, უნდა ერიდოთ ჩხუბს და უსიამოვნებებს, შეიძლება პრობლემები გაგიჩნდეთ.

სიზმრად ნახული “აგური” – თუ დაგესიზმრათ აგური, მაშინ უნდა გაფრთხილდეთ და იცოდეთ, რომ რა საქმესაც წამოიწყებთ ვერ მივა ბოლომდე.

სიზმრად ნახული “მატყუარა/შარლატანი” – თუ თქვენ მატყუარა დაგესიზმრათ სიზმარში, მაშინ თქვენ უნდა ელოდოთ იმედგაცრუებას. ასევე არაა გამორიცხული, რომ სიზმრის შემდეგ გაცნობილი ადამიანი მატყუარა და მოღალატე აღმოჩნდეს.

სეზმრად ნახული “ავტომანქანა” – თუ სიზმარში ავტომობილით იმგზავრთ, მაშინ თქვენ სასიამოვნო მოგზაურობა გელით, ხოლო თუ ავარია შეგემთხვათ, მაშინ მოწყენას და იმედგაცრუებას უნდა ელოდოთ.

სიზმრად ნახული “აივანი” – თუ ნახეთ აივანი, მაშინ სასიამოვნო მბავს უნდა ელოდოთ, თუ აივანზე უშუალოდ თქვენ დგახართ, მაშინ კარგი მბავი ზეიმად იქცევა.

სიზმრად ნახული “ბავშვის აკვანი” – თუ ბავშვის აკვანი დაგესიზმრათ უნდა ელოდოთ…

View original post 116 more words

სიზმრის ახსნა (ნაწილი 3)

კუდიანის ბლოგი

thumb

გადაავლეთ თვალი რუბრიკის პირველ და მეორე ნაწილებს.

სიზმრად ნანახი “ბაღი” – ლამაზი ბარის ნახსვა გიქადით საყვარელ ადამიანთან დაახლოებას და მასთან საერთო ენის გამონახვას. ხეხილის ბაღი მოაწავებს საჩუქრებს და საქმეში წარმატებას. მაგრამ თუ ბაღი უნაყოფოა, ბალახი გადამწვარია, ხეები გაჩეხილი და ა.შ. ესეიგი უსიამოვნებები გელით როგორც სამსახურში ისე ახლობელ ადამიანებთან. თუ ასეთივე ბაღში ძლიერი ქარია, მაშინ მომავალში დაუპატიჟებელი სტუმარი გეწვევათ, რომლის ხილვაც არც თუ ისე გაგახარებთ.

სიზმრად ნანახი “ბაღლინჯოები” – ავადმყოფობის და დანაკარგის მანიშნებელია.

სიზმრად ნანახი “ბაყაყი” – თუ ბაყაყი ჭაობში იხილეთ, ესეიგი უსიამოვნებები გელით. თუ ის ხელშია აიყვანეთ, მაშინ ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ ყურადღება, შესაძლოა ავადმყოფობის გადატანა მოგიწიოთ. ბაყაყის ყიყინის მოსმენა სიხარულს მოასწავებს.

სიზმრად ნანახი “ბერი ან მონაზონი” – თუ ბერი/მონაზონი ტაძარშია და ლოცულობს, გადაავლეთ თვალი იმ ხალხს ვისთანაც ტრიალებთ, შესაძლოა ფარულ მტრებს გადააწყდეთ. თუ მონაზონი გამომწვევად იქცევა, ეს ნიშნავს შერცხვენას.

სიზმრად ნანახი “ბეღურა” – ბეღურა მოასწავებს დროებით სიძნელეს.

სიზმრად ნანახი “ბეჭედი” – თუ ბეჭედი თითზე გიკეთიათ, ეს კარგის ნიშანია, ყველა საქმეს…

View original post 207 more words