მოჩვენებები

კუდიანის ბლოგი

(ნატალია)
პირველ რიგში გამარჯობა! მე ვარ ნატალია, ბოგერი და ამ სიტის მეორე მფლობელი.
ნიკას დაწერილ პოსტებზე შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ დიდი ინტერესით ვკითხულობდი . დიდად არ მჯერა: შელოცვების, ჯადოქრობის, რიტუალების დ.ა.შ. ,
მაგრამ ნაწილობრივ რაღაც ზებუნებრივის მჯერა.
ძალიან ვარ დაინტერესებული მომხდარი უცნაური ფაქტებით, რომლებიც სულებს ეხება.
შეიძლება ადამიანები ასეთ ფაქტებს იგონებენ, რომ მიიზიდონ მკითხველი, შესაძლოა მათ უბრალოდ სჯერათ ამის, შესაძლოა მართლა მომხდარა ასეთი ფაქტები.
მაქვს წაკითხული ძალიან ბევრი ფაქტი სულებთან დაკავშირებით და ხანდახან ისე ჩავუძრმავდები ხოლმე, ხანდახან ვიჯერებ.
მინდა მოვიყვანო მაგალითად ჩემი რამდენიმე ფაქტი, რომელიც არ ვიცი მომეჩვენა თუ რა, მაგრამ მე ეს დავინახე.
ბავშვობიდან მეშინია სარკეების, მეჩვენება ხოლმე, რომ იქ რაღაც არის, ის რაღაც, რაც არ უნდა იყოს იქ.
რმდენიმე კვირის წინ სარკეში ჩემს უკან დავინახე რაღაც, რაღაც ამოუცნობი, მივბრუნდი და აღარაფერი არ იყო. მეორე დღეს სარკეში ვიყურებოდი და თმას ვივარცხნიდი და ისევ დავინახე რომ ჩემს უკან რაღაც თეთრმა არსებამ გადაირბინა, შემეშინდა და გავიქეცი.
მაშინ დამაინტერესა, არსებობენ თუ არა…

View original post 950 more words

უცნაური არსება თბილისთან ახლოს

კუდიანის ბლოგი

ეს ჩემი თვალით, რომ არ დამენახა, სხვისგან მიყოლილს არ დავიჯერებდი.

მოკლედ, გუშინ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ განტვირთვისთვის ქალაქს მოვშორებოდით და გადავწყვიტეთ ცხვარიჭამიაში წასვლა. დილიდან ვგრძნობდი, რომ ეს დღე მოულოდნელობებით სავსე ჩაივლიდა. თუ ამ ადგილას ყოფილხართ, გეცოდინებათ მდინარისპირა ადგილი, რომელიც ქვებითაა სავსე და მდინარის მეორე პირას ტყეა. ამ ადგილას გვიანობამდე შემოვრჩით და კოცონი დავანთეთ. მე მომწყინდა ერთ ადგილას ჯდომა და მედიტაციების შესასრულებლად, ტყეში ავედი. იქ სიმშვიდეა და საოცარი გარემო იმისათვის, რომ განიტვირთო. მოვკალათდი ერთ მშვენიერ ადგილას და დავიწყე ჩემი საქმე. დაახლოებით ნახევარ საათში რაღაც უცნაური ხმა მომესმა, ეს ხმა უკანა მხრიდან მოდიოდა. მე მშვიდად გავიხედე უკან, იქ არავინ და არაფერი არ დამხვდა. ის წინათგრძნობა, რაც დილით მქონდა მოწოლილი ისევ მომაწვა და მახსენებდა, რომ დღეს რაღაც უცნაური უნდა მომხდარიყო. ამასობაში ვიგრძენი, რომ ზურგზე რაღაც გამეხახნა და წამოვდექი. გავიხედ-გამოვიხედე და ხესთან რაღაც ნაცრისფერი არსება დავინახე. ჯერ კურდღელი მეგონა რადგან ძალიან ჰგავდა მაგრამ ცოტა ხანში დავრწმუნდი, რომ არ იყო კურდღელი, რომ დამინახა თვალები წითლად გაუნათდა…

View original post 114 more words

უკუღმა ლოცვა და ჯადოქრად შერაცხვის რიტუალები

კუდიანის ბლოგი

უკუღმა ლოცვას უდიდესი ძალა აქვს,განსაკუთრებით მამაოჩვენოს უკუღმა წარმოთქმა. (არც ეცადოთ ამის გაკეთება) მამაოჩვენო პირველი ლოცვაა რაც ისეომ წარმოთქვა თავისი მამის მიმართ და მას განსაკუთრებული ძალა აქვს. ყველა სიტყვას შინაარსი და ძალა აქვს. თუ ამ ლოცვას უკუღმა იტყვით ესეიგი თქვენ აგდებთ თქვენს მფარველ ანგელოზს რომელიც მაშინ მოგევლინათ როცა ზეცაში ჩაიწერეთ ქრისტიანული ნათლობის დროს. თუ მასზე უარს იტყვით, მას ვეღარასდროს დაიბრუნებთ. ასე რომ, ნუ აჩქარდებით! ყველაფრი გააანალიზეთ და მაშინ გადადგით ნაბიჯი როცა მზად იქნებით. მაგრამ მე მაინც არ გირჩევთ. 

 “ნიმა თრამიმ ათენუკუას ავეფუს ად ილაძ
აბედიდ სრა ინეშ უთემარ ნაგასიტორობ
ნევჩ ნესხივგ დემარა ასლედცასნაგ ნევჩ
ბენავყივგეშ უნ ად ათნევჩ თამ ათბედმანათ 
თბევეტუვიმ ნევჩ აცრათივ ინევჩ ინბედანანათ
ნევჩ ევეტივგომ ად სეღდ ნევჩ ცევგომ ასიბოსრა
ინევჩ ირუპ ადეზ ასანაყევქ აცერგე ანიშ ათაც
აცრათივ ენეშ აბენ სოყი ად ინეშ ავეფსუ 
სედივომ ინეშ ილეხას სოყი ადნიმწ ანიშ
ათაც რახ ილემორ ონევჩ ოამამ.”

ეს არის მმაო ჩვენო უკუღმად. არაფრის დიდებით არ წაიკითხოთ ეს ლოცვა. მაგრამ თუ მაინც…

View original post 233 more words

უცხოპლანეტელები ჩვენს ცხოვრებაში

კუდიანის ბლოგი

არ გჯერა უცხოპლანეტელების? – ესეიგი არ გჯერა შენი არსებობის!

წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ სამყაროში მხოლოდ ჩვენ (ადამიანები) ვიყოთ. სადღაც არსებობენ ისეთი არსებები, რომელთაც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ. სინამდვილეში უცხოპლანეტელები, მათთვის ჩვენ ვართ. არაა გამორიცხული ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვიკვლევთ მარსს, ამ დროს ისინი გვიკვლევენ ჩვენ.

უცხო პლანეტელების შესახებ ბევრი ლეგენდა დადის, უმრავ ადამიანს ისინი ნანახიც ჰყავს. დღეს შემოგთავაზებთ რამოდენიმე ისტორიას ამის შესახებ.

ეს ისტორია ვნახე, ერთ ძველ რუსულ გაზეთში. ეს ფაქტი რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში მოხდა. ვლადიმერი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, სამსახურში გვიანობამდე დაყოვნდა და სახლში წამოსვლა ღამის 11:00 საათზე მოუწია. იხსენებს როგორ გამოვიდა შენობიდან, როგორ ჩაჯდა მანქანაში და გავიდა გზაზე. “სექტემბრის თვე იყო, ვერ ვიტყვი, რომ შემოდგომის ქარი მაწუხებდა, იმ წელს არ ყოფილა სიცივეები. მაგრამ გზაზე, რომ გავედი საიდანღაც ცივმა ქარმა დაუბერა და ძალიან შემცივდა, მაშინვე ავწიე ფანჯრები. გზაჯვარედინზე, რომ გადავედი ნისლი ჩამოწვა და ხედვა გამიჭირდა, ფარები ჩავრთე მაგრამ უშედეგოდ, მაინც ვერ ვხედავდი გზას. გავაჩერე მანქანა, ვიფიქრე დაველოდები როდის გამოიდარებსმეთქი. 20 წუთი…

View original post 424 more words

ჩემი მაგიური ბლოგი

spells&rituals

გამარჯობათ!უკვე 2013 წელია! გველი-სიბრძნის სიმბოლოა.დღეს გადავწყვიტე ჩემი მაგიური ბლოგი გამეკეთებინა!ამ სფეროში მე ნამდვილი ოსტატი ვარ 37 წიგნი მაქ წაკითხულიი Wicca-ს შესახებ, და გადავწყვიტე ყველა ჩემი ცოდნა გაგიზიაროდ!ერთი რამ გახსოვდეთ მედიტაცია და მაგია ერთმანეთის განუყრელი მეგობრები არიან!

View original post

გრადუსებზე და წამებზე

ლინგვისტუსის ბლოგი

შეიძლება ვინმემ არ იცის, ასეთები დარწმუნებული ვარ მრავლად არიან, თუ საიდან წარმოდგება სამოცად დაყოფის პრაქტიკა დროისა და კუთხეების ათვლისას. ჰოდა, სპეციალურად მათთვისაა ეს ტექსტი, რომელიც ძველი ჟურნალების ფურცლვისას შემომხვდა…

ძველ შუამდინარეთში, ტიგროსისა და ევფრატის აუზში ძველი შუმერები სახლობდნენ, რომელთაც საგრძნობი კვალი დატოვეს კაცობრიობის ისტორიაში. მავანნი იმასაც ამტკიცებენ, რომ შუმერები ქართველების წინაპრები არიანო, თუმცა ამ თემას მოდით გვერდი ავუაროთ და ძვ. შუმერთა მათემატიკურ მიღწევებზე შევაჩეროთ ყურადღება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ვაჭრობით იყო განპირობებული.

შუმერებს არამხოლოდ ბორბალი, ირიგაცია და დამწერლობა გამოუგონიათ. მათ ასევე აღებ–მიმცემობის ერთეულის, ე.წ. ფულადი ერთეულის შექმნის პირველობასაც მიაწერენ. მათ ფულად ერთეულს მინა ერქვა და ის ვერცხლის ულუფას წარმოადგენდა, რომელსაც ჩვეულებრივ ორ ნაწილად ყოფდნენ, ვინაიდან 1 მინის მსყიდველობითუნარიანობა საკმაოდ მაღალი იყო. თითოეული ნახევარი თავის მხრივ კი სამ ნაწილად იყოფოდა და საბოლოო ჯამში ძვ. შუმერებს შორის მეექვსედი მინის შესაბამისი ვერცხლის ულუფები მიმოიქცეოდა.

შუამდინარეთში შუმერების მახლობლად კიდევ ერთი ხალხი სახლობდა, აქადეველები, რომელთა ფულად ერთეულსაც შეკელი ეწოდებოდა. როგორც ჩანს აქადეველთა “ვალუტა” არც თუ…

View original post 195 more words

აუდი სანომრე ნიშნით IS 5416

ლინგვისტუსის ბლოგი

ძმები ვაჩოვსკების ფილმში “The Matrix Reloaded” ფიგურირებს შავი აუდი. შეიძლება თქვენც, ჩემი არ იყოს, სანომრე ნიშნებს IS 5416 ჩაუარეთ და ყურადღება არ მიგიქცევიათ. არადა ძვ. აღთქმაში, ესაია წინასწარმეტყველის წიგნში (ინგლ. Book of Isaiah), 54–ე თავის მე–16 სტრიქონში ვკითხულობთ:

აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის მუგუზლებს და ჭედავს იარაღს თავისი ხელობით. მევე შევქმენი დამღუპველი, რომ ანადგუროს[*].

გითხრათ ვინ მართავს აუდის, თუ თავად გამოიცნობთ?! კარგი, გეტყვით –  აგენტი სმიტი მართავს აუდის… და რა შუაშია ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ციტატა?! ამას როგორმე თავად მიხვდით…

View original post