ჩიპები, ეშმაკები და მეორედ მოსვლის ნიშნები

M(ichael's)y images

“Anno 1000.  მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო. თვალები მეტისმეტად მოქანცულან, რომ ფხიზელი მზერა შემოავლონ გარშემო, გრძნობები მეტისმეტად დაჩლუნგებულან, რომ ცნობისმოყვარეობა გამოიჩინონ.  კაცობრიობის სული პარალიზებულია, როგორც მომაკვდინებელი სნეულების მოხდის შემდეგ; კაცობრიობას მეტი აღარაფერი არ სურს იცოდეს იმ ქვეყნიერების შესახებ, რომელზედაც ის დასახლებულა. და ყველაზე უფრო გასაოცარი ისაა, რომ ყველაფერი ის, რაც ადამიანებმა ადრე იცოდნენ რაღაც გაუგებარი გარემოებით დაივიწყეს. გადაეჩვივნენ წერას, კითხვას, თვლას; თვითონ დასავლეთის მეფეებსა და იმპერატორებსაც კი აღარ შეუძლიათ ეტრატზე თავიანთი სახელის მოწერა. მეცნიერებანი დახავსებულან, ღვთისმეტყველების მუმიებად ქცეულან, მოკვდავის ხელს აღარ შეუძლია ნახატსა და ქანდაკებაში თავისი საკუთარი სხეულის გამოსახვა. თვალგაუვალ ნისლს მოუცავს ყველა ჰორიზონტი. არავინ აღარ მოგზაურობს, არავინ არაფერი იცის უცხო მხარეების შესახებ; ადამიანები ციხეებსა და ქალაქებს აფარებენ თავს ველური ტომების შიშით, რომლებიც განუწყვეტლივ მოდიან აღმოსავლეთიდან. ცხოვრობენ სივიწროვეში, ცხოვრობენ სიბნელეში, ცხოვრობენ გმირული შემართებების გარეშე – მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო.

View original post 887 more words

Advertisements

დრო ფულია

ყველაფერი დროის და აღმოჩენების შესახებ

ცნობილი გამონათქვამი ”დრო-ფულია” 1748 წელს გაჩნდა და მისი ავტორი ბენჟამენ ფრანკლინია, ცნობილი ამერიკელი საზოგადოებრივი მოღვაწე, მეცნიერი და გამომგონებელი. აღნიშნული გამონათქვამი გამოყენებული იყო მოთხრობაში  – ”რჩევები ახალგაზრდა საქმოსანს”. ბენჟამის ფრანკლის კიდევ საკმაოდ ბევრი გამონათქვამი მიუძღვნის, მაგ. ”ამ ცხოვრებაში მხლოდ ორი რამ არი გარდაუვალი – სიკვდილი და გადასახადები” 🙂

View original post

სწორი მიდგომები ცხოვრებაში

ყველაფერი დროის და აღმოჩენების შესახებ

მაშ ასე, რა თვისებები და მიდგომები გააჩნიათ წარმატებულ ადამიანებს ? რა არის მათში ისეთი განსხვავებული და ინოვაციური რაც საბოლოო ჯამში წარმატება მოუტანა. 

სანამ წარმატებული ადამიანის ინოვაციურ მიდგომებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ თუ რა არის სიტყვა ინოვაცია.

ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია მობილური ტელეფონი, ასევე უმეტეს მოსახლეს გააჩნია სახლში ფიქსირებული მავთულიანი ან უმავთულო ტელეფონი.

თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ რომ სახლის ტელეფონით ძველ დროსთან შედარებით სულ უფრო ნაკლებად ვსარგებლობთ.

კითხვა რატომ ? იმიტომ, რომ მობილური უფრო მოსახერხებელია, ამ ტექნოლოგიური ინოვაციის მეშვეობით სხვა ადამიანთან დაკავშირება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი სადაც ქსელის დაფარვაა, ვართ უფრო მობილურები, მოქნილები და ა.შ

და იცით თუ არა, რომ დაახლოებით 10–15 წლის წინ, მობილური კავშირის საქართველოში განვითარების პერიოდში არსებობდა უამრავი ადამიანი, რომელიც ცალსახად აცხადებდა, რომ არასდროს არ ისარგებლებდა მობილური ტელეფონით და ის არ არის მისთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.

როგორ ფიქრობთ, რა ხდება დღეს ამ ადამიანების ცხოვრებაში ? რათქმაუნდა ისინი გახდნენ მობილური კავშირის მომხმარებლები.

როდესაც ცხადი გახდა, რომ აღნიშნული ინოვაციით სარგებლობისას  გაცილებით მეტი…

View original post 172 more words

არსებობს თუ არა დრო ?

ყველაფერი დროის და აღმოჩენების შესახებ

არსებობს თუ არა დრო იმ ადამიანისთვის, რომელიც არაფერს არ აკეთებს ? ამ საკითხზე აქტიურად ფიქრმი, პარალელურ სამყაროებზე არსებულმა უამრავმა თეორიამ მიბიძგა. ბოლო მათგანი, რომელიც მე მოვისმინე, გუსილხმობდა, დაუთვალავი რაოდენობის პარალელური სამყაროს არსებობის შესაძლებლობას. აღნიშნული პარალელური სამყაროები იქმნებოდა ყოველთვის, ადამიანის ბიქურკაციის წერტილში მოხვედრისთანავე. შესაბამისად მაშინ როდესაც ადამიანი გადაწყვეტილეაბის გააყარზე იდგა და შესაბამის ნაბიჯს დგამდა, ამ ნაბიჯის პარალელურად სხვა განზომილებაში ალტერნატიული მოვლენები ვითარდებოდა, ყველა სათანადო გაგრძელებით.

თუ გსმენიან შრედინგერის კატის ექსპერიმენტის შესახებ. ეს არის სამეცნიერო ცდა, რომელიც აღწერს ერგრედ წოდებულ სუპერპოზიციას, ბიფურკაციის წერტილში. თეორემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ იმის და მიხედვით თუ რა ინფორმაცია მოვა ჩვენთან, ის განსაზღვრავს თუ რა იქნება სინამდვილეში.  ეს დასკვნა იუჯინ ვიგნერის პარადოქსის სახელს ატარებს.

აქედან გამომდინარე საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა  ქმედებას, მნიშვნელოვანია თუ რა ინფორმაცია გავრცელდება ამ მოვლენიდან და ის შექმნის არსებულ რეალობას.

რა კავშირშია ეს ყველაფერი დროსთან ? კავშირი ძალიან მარტივია ! დრო აღნინავს ქმედებათა გარკვეულ შესაძლო სიხშირეს, რომელიც ხორციელდება სამყაროში.

მაშინაც როდესაც ჩვენ არაფერს არ…

View original post 194 more words

დროის მანქანა არსებობს ?!

ყველაფერი დროის და აღმოჩენების შესახებ

1948 წელს მეცნიერმა კურტ გოდელმა უპოვა ამოხსნა ენშტეინის მიერ დასმულ ამოცანებს, რომლებიც შეეხებოდა გრავიტაციულ ველებს. ისინი აღწერდნენ სამყაროს, როგორ მუდმივად წრეზე მოძრავ ობიექტს. ასეთ სამყაროში ტრაექტორია შეკრულია, როგორც სივრცეში ასევე დროშიც, რაც იმას ნიშნავს რომ სამყაროში არამხოლოდ რაღაც კონკრეტული წერტილის მიღწევაა შესაძლებელი არამედ დროის კონკრეტული წერტილისაც. დროში მოგზაურობის საკითხებზე ენშტეინიც საკმაოდ აქტიურად მუშაობდა. როგორ ფიქრობთ შესაძლებელია დროში მოგზაურობა და რამდენად ესტეთიურია ეს საკითხი?

View original post

ფირუზი

კუდიანის ბლოგი

8780476994bdaaa0b0808f

ფირუზი – მოცისფრო, მოლურჯო, მომწვანო მინერალია. შეიცავს CuAl6[PO4]4(OH)84H2O-ს.
მისგან ამზადებენ საიუველირო და დეკორატიულ ნივთებს. მგალითად: მძივებს, სამაჯურებს, საყურეებს, საკიდებს, სვამენ რგოლებში და ა.შ.

მაგიური თვისებები

ფირუზს მოაქვს წარმატება სიყვარულში, იზიდავს მეგობრებს და შეუძლია სიყვარულის/მეგობრობის შენარჩუნება. ფირუზი იზიდავს ფულს და სიმდიდრეს. ის იცავს პატრონს, აძლიერებს ინტუიციას, ზრდის ამბიციებს, ადამიანს ანიჭებს გამბედაობას და ყურადღებიანობას.
ფირუზის ტარება სასურველია წყვილებისთვის, რომლებსაც მუდამ ჩხუბი და გაუგებრობები აქვთ, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პრობლემები არ ელევათ.
ფირუზი ამცირებს ძალადობას, მტრობას, სისხლისღვრას და ფიქრებს ამის შესახებ.
ძველად თვლიდნენ, რომ ფირუზი გამოხატავდა ჭეშმარიტ სიყვარულს და სიყვარულის დასამტკიცებლად წყვილები სწორედ ამ მინერალს ჩუქნიდნენ ერთმანეთს.
აგრეთვე ითვლებოდა, რომ წარუმატებელი სიყვარულის შედეგად გატეხილ გულს ფირუზი ამთელებდა და შეეძლო ნამდვილი სიყვარულის მოზიდვა.
ფირუზისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებდნენ ამულეტის სახით და სჯერდათ, რომ ის მოუტანდა პატრონს გამარჯვებას, იღბალს, დაიცავდა უბედურებისგან, ჩხუბისგან და “გათვალვისგან”.
ინდოელებს სწამდათ, რომ ფირუზი ატარებდა დადებით ენერგეტიკას და ადამიანებს შორის სიმშვიდეს ამყარებდა…

View original post 70 more words