BBC – ნოეს კიდობნის რეალური ისტორია

ჩრდილოეთის ციალი


ისტორია ნოეზე, რომელმაც კიდობანი ააგო, რათა საკუთარი თავი და ოჯახი გადაერჩინა, ბავშვობაში ბევრ ადამიანს მოუსმენია. ეს გასაოცარი ისტორია მოთხრობილია თორასა და ყურანში. მაგრამ არის თუ არა ის რეალური ამბავი? დღესდღეობით არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შევხედოთ ამ თქმულებას მეცნიერების თვალით. რა არქეოლოგიური მონაცემები არსებობს მის შესახებ? მართლა დაიფარა თუ არა მთელი დედამიწა წყლით მასშტაბური წარღვნის დროს? როგორია რეალური ნოეს ისტორიული სურათი?

ნოეს ამბავს ძველ აღთქმაში, დაბადების წიგნში ვხვდებით. ეს მოხდა დაახლოებით 5000 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე. ნოეს ოჯახი შედგებოდა მისი ცოლისგან, სამი ვაჟისგან – სემი, ქამი და იაფეტი, და მათი ცოლებისგან. ნოე აღწერილია კარგ პიროვნებად, ის იყო ერთადერთი სათნო ადამიანი იმ მსოფლიოში, რომელიც ძალადობასა და უზნეობას მოეცვა. ნოე ვაზის მომყვანი იყო. როგორც გათხრებით დასტურდება, ახლო აღმოსავლეთში ვაზის კულტურა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ.-ით 3000 წელს ყვაოდა.

ბიბლია ასევე გვაწვდის ნოეს პიროვნების საინტერესო შტრიხს: წარღვნის შემდეგ ნოემ ვენახი გააშენა. მას ჰქონდა ერთი სისუსტე – პირველად რომ დააყენა ღვინო, ძალიან ბევრი…

View original post 2,598 more words

პრაღის ციხე-სიმაგრე

Litterator's Blog

თუ კი ფეხზე მყარად დგახართ და ფეხსაცმელიც ხელს გიწყობთ, პრაღის თოვლიან ქუჩებში ხეტიალს არაფერი ჯობია, თუმცა პრაღის ციხე კომპლექსი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში კიდევ ერთხელ უნდა მოინახულოთ. პირველ რიგში იმიტომ რომ კომპლექსს უფრო უკეთესად დაინახავთ, სიამოვნებას მიიღებთ ულამაზესი პარკებში და სკვერებში სეირნობით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ მთაზე, ციცაბო ადგილას დაგხვდებათ ყურძნით დახუნძლული ვენახი, ღია კაფე, სადაც დააჭაშნიკებთ ღვინოს, გლინტვეინს და სხვა სასმელებს.

თავად კომპლექსი ძველად იმპერატორების, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს, რომელიც მასშტაბით მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა.გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს.

კომპლექსის ისტორია IX საუკუნიდან იღებს სათავეს და ნელ-ნელა სხვადასხვა მეფის მმართველობის ჟამს მდიდრდებოდა და ვითარდებოდა სტრუქტურულად და მრავალფეროვანია არქიტექტურული,ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. კომპლექსი მოიცავს წმ. ვიტუსის ტაძარს, წმ. გიორგის ბაზილიკას,მონასტერს, რამდენიმე სასახლეს, მუზეუმებს და ა.შ. კომპლექსის უდიდესი ნაწილი რასაკვირველია ღიაა ტურისტებისთვის.

კათედრალის ნაწილი

View original post 12 more words

ყველაზე ცნობილი მოჩვენებები დედამიწაზე

Tatatatuli's Blog

რამდენად გჯერათ მოჩვენებების, გარდაცვლილთა მოხეტიალე სულების, ჭინკების თუ ოჩოპინტრეების არსებობის? ამბობენ, რომ ხდება შემთხვევები, როცა გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ვერ ტოვებს დედამიწას, რადგან ახლობლების მიერ განცდილი ტკივილი თუ მძაფრი მოგონებები, აიძულებთ მუდმივ გონებრივ კავშირში დარჩნენ მათთან. იმის გამო, რომ ისინი აღარც ამ ქვეყანას ეკუთვნიან და ვეღარც იმქვეყნად წასვლას ახერხებენ, თავიანთ ადგილს ვეღარ პულობენ და მოუსვენრობა იპყრობთ.

უამრავი ფოტო თუ ვიდეომასალა მოიძებნება, რომლებიც თითქოსდა, აჩრდილების/მოჩვენებების არსებობის უტყუარ საბუთს წარმოადგენს. ამჯერად მხოლოდ ცნობილი მოჩვენებების ფოტოები მიმოვიხილოთ. რაღა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, რომელიმე ფოტო თაღლითურად იყოს გაყალბებული; მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უმეტესი მათგანი რამდენიმე ათწლეულის წინათ იყო გადაღებული და ყოველგვარი ციფრული სამყარო, ფოტოშოპი თუ სხვა მსგავსი ინოვაცია იმ დროისათვის უცხო იყო, ფოტო-მანიპულაცია უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. ამასგარდა, ყოველი სურათის ისტორიაში მითითებულია, რომ ისინი საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ექსპერტთა მიერ, რათა გაერკვიათ მათი ავთენტურობის საკითხი.

დაუმუშავებელ ფოტოებზე ასე აშკარად გამოსახული სილუეტები თითქოს ყოველგვარ გზას გვიჭრიან, რომ უარვყოთ ისინი. თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად  ნამდვილია თითოეული მათგანი. პ.ს. პოსტში ქვემოთ მოცემული ინფორმაცია…

View original post 932 more words

სიზმრების გამოწვევა

კუდიანის ბლოგი

მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ცხოვრების 1/3-ს ძილში ატარებს. შესაბამისად დრო ფუჭად, რომ არ დავხარჯოთ აჯობებს სიზმარი თავიდან ბოლომდე გამოვიყენოთ და ვიმოგზაუროთ სადაც გვინდა ან ვაკეთოთ რაც გვინდა. სიზმარში მთავარი გმირი შენ ხარ და შესაბამისად, შენ აკონტროლებ ყველაფერს, შეგიძლია იყო: მეფე/დედოფალი, მომღერალი, რომელიმე მსახიობის შეყვარებული ან სუპერგმირი. გსმენიათ რამე სიზმრის გამოწვევის შესახებ? შესაძლოა გსმენიათ მაგრამ, კარგად არ იცით როგორ უნდა გააკეთოთ ეს და როგორ უნდა ნახოთ სასურველი შინაარსის სიზმარი.

სიზმრის გამოწვევა და მისი გაკონტროლება, აი რა არის ჩვენი დღევანდელი თემა. სასურველი სიზმრის სანახავად საჭიროა შეასრულოთ შემდეგი დავალებები: ყოველ ღამე აიღეთ ერთი ფურცელი, ამ ფურცელზე დაწერეთ რისი ნახვაც გსურთ (ეცადეთ დეტალები გამოკვეთოთ და მთლიანი სიუჟეტი აღწეროთ). როდესაც დაწერთ დაწექით, წარმოიდგინეთ ის სიუჟეტი რაც ფურცელზე დაწერეთ. შეეცადეთ დაინახოთ თითოეული დეტალი (ამ დროს არ უნდა გადაიტანოთ ყურადღება რამეზე, ანუ არ უნდა უყურებდეთ ტელევიზორს ან კითხულობდეთ წიგნს). შემდეგ ეს ფურცელი დაიდეთ ბალიშის ქვეშ და ეცადეთ დაიძინოთ. ძილის წინ ისევ მკაფიოდ უნდა წარმოიდგინოთ ყველაფერი დ ბოლოს ჩაგეძინებათ.

View original post 80 more words

საკუთარი თავის შეცნობა (ტაროზე მკითხაობის ახალი აქცია)

კუდიანის ბლოგი

1354865060098

გთავაზობთ ტაროზე მკითხაობის ახალ აქციას.
გაიგეთ უფრო მეტი საკუთარ თავზე:
ხასიათი, შინაგანი თვისებები, თანდაყოლილი ნიჭი, ინტელექტი, ჯანმრთელობა, კარმული დავალება. – გაიგეთ ყველაფერი საკუთარ თავზე და მიიღეთ რჩევები.
(იგივე შეგიძლიათ გაიგოთ სხვა ადამიანზეც). 

მკითხაობის საფასური შეადგენს 4 ლარს.

დაწვრილებითი ინფორმაციიშთვის დამიკავშირდით ფეისბუქის გვერდზე.

 

View original post

ჯადოქრის 13 მცნება

კუდიანის ბლოგი

418771_257948847657254_413165459_n

1. შეიცანი საკუთარი თავი

2. შეიცანი საკუთარი ხელობა

3. ისწავლე, ეძებე ახალი ცოდნა

4. გამოიყენე ცოდნა ბრძნულად

5. მიაღწიე ბალანსს

6. აკონტროლე საკუთარი სიტყვები

7. აკონტროლე საკუთარი ფიქრები

8. იზეიმე ცხოვრება

9. მოერგე დედამიწის ციკლს

10. იკვებე და ისუნთქე სწორად

11. ავარჯიშე სხეული

12. არ დაგავიწყდეს მედიტაცია

13. მიჰყევი შენს ღმერთებს

 

View original post

მაბონი

კუდიანის ბლოგი

91801753_46414465

შარშან უკვე გესაუბრეთ მაბონის დღესასწაულზე. მინდა წელსაც ვისაუბრო ამ თემაზე.

მაბონის ღესასწაული, რომელიც შემოდგომის ბუნიაობასთანაა დაკავშირებული, აღინიშნება 19-დან 22 სექტემბრამდე (მინდა შეგახსენოთ, რომ მაბონი მოძრავი დღესასწაულია).

ყოველგვარი ძველი და დრომოჭმულისგან განთავისუფლება – ეს ამ დღის მთავარი დატვირთვაა.
სახელი მაბონი (Mabon) მოდის უელსურ მითოლოგიაში არსებული გმირიდან Mabon ap Modron, რაც მამაკაცური ნაყოფიერების სიმბოლოა მეფე არტურზე არსებული მითების ციკლიდან.
მაგები ამ დღესასწაულს არ აღნიშნავდნენ იქამდე სანამ სკანდინავია არ შეიჭრა ინგლისში.

ამ დღეს მაგები ამზადებენ კვერთხებს, ჭრიან რუნებს, ატარებენ სპეციალურად ამ დღისთვის არსებულ რიტუალებს, ამზადებენ ძღვენს, შლიან სუფრას (კერძებში ძირითადად შედის ხილ-ბოსტნეულით მომზადებული ნამცხვრები), ბოლოს გადიან ბუნებაში და ისვენებენ მთელს ოჯახთან ერთად.
ეს დღე ერთის მხრივ გამოხატავს ზაფხულის წასვლას და ზამთრის მოსვლას. ამ პერიოდში იღებენ მოსავალს და ლოცავენ მას იმისთვის, რომ ზამთრის განმავლობაში ყველას ეყოს ის. სანამ ზაფხული ბოლომდე არ მიიწურება ცდილობენ დატკბნენ უკანასკნელი თბილი დღეებით და მიიღონ სიამოვნება.

მე მაბონის ბედნიერად გატარებას გისურვებთ. დაე ყველა ჩვენთაგანისთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს შემოდგომა/ზამთარი…

View original post 1 more word