მაგიური თარიღები

ლინგვისტუსის ბლოგი

ერთი თვის წინ დუბაიში მეტროპოლიტენი დიდი ზარზეიმით გახსნეს. ეს ფაქტი ერთი ჩვეულებრივი ხაბარი (ახალი ამბავი არაბულად) იქნებოდა, რომ არა გახსნის სპეციალურად შერჩეული თარიღი: 2009 წლის 9 სექტემბერი, 9 საათი, 9 წუთი და 9 წამი. რა ამბავი ცხრიანებია მეთქი გავიფიქრე უცებ და ჩემს მეხსიერებაში ცხრიანები სამარადჟამოდ დაუკავშირდა დუბაის მეტროპოლიტენს. არადა რომ გახსნილიყო 23 ოქტომბერს რა მოხდებოდა ვითომ? რატომ უყვართ ადამიანებს ასე სიმბოლოებით აზროვნება?!  ტყუილად არ უწოდებდა, როგორც ჩანს, ერნსტ კასირერი ადამიანებს “სიმბოლურ ცხოველებს”!

შარშან, როდესაც ჩემი კორპუსის თავზე Su-24–ების ზუზუნი მესმოდა ჩინელებმა რიცხვების სიმბოლური ორგია მოაწყეს. გახსოვთ ალბათ, ოლიმპიადის გახსნის თარიღი 2008 წლის 8 აგვისტო, 8 საათი 8 წუთი და 8 წამი იყო. ჩინელები ნუმეროლოგიაში უფრო შორს წავიდნენ და ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნეს. ჩვენს კულტურაში რვა ბედნიერების მომტანი რიცხვიაო, რაც თავის მხრივ იმით გამოიხატება, რომ ჩინურ ენაში კეთილდღეობისა და რვიანის (“ბა”) აღმნიშვნელი იეროგლიფები ერთნაირად იკითხებაო. სწორად იმავე მიზეზის გამო რიცხვი ოთხი (“ში”) მათთვის სიკვდილისა და უიღბლობის სიმბოლოდაა მიჩნეული, რაც განსაკუთრებული ფობიით…

View original post 348 more words

Advertisements