უცნაური არსება თბილისთან ახლოს

კუდიანის ბლოგი

ეს ჩემი თვალით, რომ არ დამენახა, სხვისგან მიყოლილს არ დავიჯერებდი.

მოკლედ, გუშინ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ განტვირთვისთვის ქალაქს მოვშორებოდით და გადავწყვიტეთ ცხვარიჭამიაში წასვლა. დილიდან ვგრძნობდი, რომ ეს დღე მოულოდნელობებით სავსე ჩაივლიდა. თუ ამ ადგილას ყოფილხართ, გეცოდინებათ მდინარისპირა ადგილი, რომელიც ქვებითაა სავსე და მდინარის მეორე პირას ტყეა. ამ ადგილას გვიანობამდე შემოვრჩით და კოცონი დავანთეთ. მე მომწყინდა ერთ ადგილას ჯდომა და მედიტაციების შესასრულებლად, ტყეში ავედი. იქ სიმშვიდეა და საოცარი გარემო იმისათვის, რომ განიტვირთო. მოვკალათდი ერთ მშვენიერ ადგილას და დავიწყე ჩემი საქმე. დაახლოებით ნახევარ საათში რაღაც უცნაური ხმა მომესმა, ეს ხმა უკანა მხრიდან მოდიოდა. მე მშვიდად გავიხედე უკან, იქ არავინ და არაფერი არ დამხვდა. ის წინათგრძნობა, რაც დილით მქონდა მოწოლილი ისევ მომაწვა და მახსენებდა, რომ დღეს რაღაც უცნაური უნდა მომხდარიყო. ამასობაში ვიგრძენი, რომ ზურგზე რაღაც გამეხახნა და წამოვდექი. გავიხედ-გამოვიხედე და ხესთან რაღაც ნაცრისფერი არსება დავინახე. ჯერ კურდღელი მეგონა რადგან ძალიან ჰგავდა მაგრამ ცოტა ხანში დავრწმუნდი, რომ არ იყო კურდღელი, რომ დამინახა თვალები წითლად გაუნათდა…

View original post 114 more words

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s