მედიტაცია

Lucius Blog

მედიტაცია- ლათინურად meditatio, რაც ნიშნავს ღრმა განსჯას, ჩაფიქრებას რაიმე საკითხზე, შინაგან ლოცვას. XIX საუკუნის ბოლომდე ამ ტერმინს ჰქონდა საკმაოდ მარტივი განმარტება, მაგრამ მოგვიანებით კი სიტყვა მედიტაციამ შეიძინა უკვე სხვა დატვირთვა და ახლა წარმოადგენს ბუდიზმისა და ინდური იოგების (ასევე სხვადასხვა მიმდინარეობებისა თუ მეცნიერებების) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს. “ბჰაგავატ-გიტა, როგორც ასეთი”, რომელიც წარმოადგენს ვედური სიბრძნის საუკეთესო ნაწარმოებს გადმოგვცემს მედიტაციის სხვადასხვა ვარჯიშებს და ასევე საუბარია, რომ მხოლოდ ამის მეშვეობითაა შესაძლებელი ადამიანისთვის საკუთარ თავში ჩაღმავება და საკუთარი “მეს” შეცნობა.

მედიტაცია არსებობს სხვადასხვა სახის და თითოეულ მათგანს განსხვავებული დატვირთვა აქვს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა მედიტაციური ტრანსი, რომელიც გარკვეულწილად წარმოადგენს ადამიანის გადასვლას სხვა განზომილებაში, ამ დროს იგი საერთოდ კარგავს რეალურ “ამქვეყნიურ” შეგრძნებებს, რეფლექსებს და რჩება მხოლოდ ცნობიერება, რომლითაც ცდილობს აღიქვას სხვა სამყარო, ანუ ე.წ. ასტრალში გასვლა. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირად ეს ასტრალში გასვლა წარმოადგენს ადამიანის ფანტაზიის ნაყოფს და საკმაოდ საშიშია მისი ფსიქიკისთვის. გარდა ბუდიზმისა და ინდური იოგასი მედიტაცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს სხვადასხვა ოკულტურ ორდენებში. მედიტაცია –…

View original post 107 more words

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s