ნლპ – საბაზო პრესუპოზიცია: ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია

Neuro-linguistic programming

self-trust“წარმოიდგინე, რომ ხელში შენი საყვარელი ხილი გიკავია. წარმოიდგინე, რომ გრძნობ მის წონასა და კანს. რა ფერისაა? წარმოთქვი მისი დასახელება. ახლა დახუჭე თვალი და წარმოიდგინე, რომ ამ ხილს ყნოსავ. რა შეგრძნებებს იწვევს მისი სურნელი? ახლა აზრობრივად გაჭერი იგი და ნელა მიიტანე პირთან. ჩაკბიჩე და მისი წვენი ენის ქვეშ დააგემოვნე.

თუ ახლა ნერწყვი არ გამოგეყო, ესე იგი, გძინავს…” (მაკ-დერმოტი, ო’კონორი).

ხილი წარმოსახვითი იყო, ხოლო ნერწყვი -რეალური. ცვლილებამ ცნობიერებაში გამოიწვია ცვლილებები სხეულში. იმიტომ, რომ ცნობიერება და სხეული ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილებია.

ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაგალითად ის, რომ გარეგანი გამოვლინებებით შეგიძლია განსაზღვრო ადამიანის შინაგანი მდგომარეობა: რა გუნებაზეა, როგორი ხასიათი აქვს, რა დამოკიდებულება აქვს გარშემო მომდინარე მოვლენებისადმი. ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ამას კალიბრირება ჰქვია.

View original post 717 more words

Leave a comment