ზღაპარი დიდებისათვის

NLP

სრული სიმართლე

ბრმა მათხოვარი შენობის კიბეზე იჯდა, წინ ქუდი ედო და აბრა, რომელზეც ეწერა: “ბრმა ვარ, დამეხმარეთ!”

უცებ ერთ–ერთი გამვლელი გაჩერდა, დაინახა, რომ ქუდში ორიოდე მონეტა ეგდო, აბრა აიღო, ხეიბრის დაუკითხავად წაშალა წარწერა და ახალი მიაწერა. გაიღიმა და წავიდა.

დღის ბოლოს გამვლელი დაბრუნდა და დაინახა, რომ ქუდი სავსე იყო მონეტებით. ბრმამ ფეხის ხმაზე იცნო უცნაური გამვლელი და ჰკითხა:
– რა დამიწერე აბრაზე ისეთი, რომ მთელი დღეა, გამვლელ–გამომვლელი ქუდში ფულს მიყრის?
– სრული სიმართლე, უბრალოდ, ცოტა სხვაგვარად.
მან ისევ გაიღიმა და წავიდა.
აბრაზე ეწერა: “ახლა გაზაფხულია, მაგრამ მე მისი დანახვა არ შემიძლია…”

View original post

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s