ბრმა თვალით დანახული ყრუ მდუმარება

NocHuRa's Official BLOG

ქუჩაში სწრაფად მიმავალ ბიჭს, რომელიც თავისთვის რაღაცას ემოციურად ბუტბბუტებდა, უეცრად ვიღაც გოგომ შემთხვევით მხარი გაკრა. ბიჭს დაუცვივდა წიგნები. ნელ-ნელა ხმის ტონს უმატა და თან ჩაიცუცქა წიგნების წამოსაკრეფად. გოგონაც მიეშველა უსიტყვოდ.

– რა იყო თვალებში ვერ იხედები? ბედი შენი დღეს იმაზე კარგ ხასიათზე ვარ ვიდრე გუშინ ვიყავი, თორე ჩემი ლანძღვა მერე გენახა. გოგონა უხმოდ კრეფს წიგნებს. პერიოდულად ბიჭს შეხედავს და აგრძელებს წიგნების წამოკრეფას. ბიჭი ისევ განაგრძობს ჯუჯღუნს…

– დღეს ისეთი დრო დადგა ეს გოგოები ქაჯებივით დადიან, წინ არ იყურებიან იქნებ რა ეჯახებათ არ უნდა გაიხედონ რომელიმე მხარეს მაინც?! გოგონა კვლავ დუმს. ბიჭი ცდილობს მის გამოწვევას, მაგრამ ამაოდ…

– რა იყო ენა გადაყლაპე?! ბოდიში რომ მოგეხადა ჩინ-მენდლები არ ჩამოგცვივდებოდა ისე! – კიდევ უმატა ბიჭმა ტონს. გოგონა ხელის ნელი მოძრაობით იღებს ჯიბიდან კალამს და პატარა ფურცლების დასტას. უცებ რაღაც დაწერა და ბიჭს გაუწოდა. “მე ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ყრუ ნამდვილად არ ვარ ამხელა ხმაზე რომ მიყვირი”.

ბიჭი უცებ გაშრა. არ მოელოდა თუ მისი მოპაექრე…

View original post 1,734 more words

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s