რეტროსპექცია – ბავშვობა

გოგონა ავრორა ც კორპუსიდან

ხანდახან, შესაძლებელია შუადღისას, როცა მზე უკვე საძინებლის მხრიდან გადაინაცვლებს და აივანს მოადგება, ცივი, ნაყინიანი ყავის მაგივრად ლეპტოპი მოიდგა გვერდით და წახვიდე სვლით, ფიქრებით უკან, ბავშვობისკენ, სიცხით გაჩირაღდნებულ დღეებში, მიატოვო საკუთარი მძინარე ბავშვი საძინებელში და წახვიდე იმ სახლში, რომელიც ეხლა სულ სხვანაირია, ბევრად კომფორტული, ბევრად ლამაზი, ბევრად სუფთა, სადაც დგას ბამბუკის ხეებისგან გაკეთებული წიგნის კარადები, სადაც ყველაფერი არის ძალიან ახლობელი და უყურო შენს ბავშვობას, ვერმიშელების ფეხებიან გოგოს, ბებოს და დეიდებს, ვაშლის ხეს, რომელიც იდგა სახლის წინ, ორ პაწაწინა ჯუჯას, ლოყებდაბერილს და წვერებიანს, გაიხსენო მწვანე რკინის ჭიქები, რომლითაც საღამოობით ვსვამდით ჩაის და ვატკბობდით შაქრით, ბაბუას ლექსები და საირმის წყალი.

მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, უბრალოდ სახლს საძირკველი გავუმაგრეთ, წინ აივანი დავამატეთ, უკანა ოთახი გავაერთიანეთ და ბევრი საწოლები გავშალეთ, რადგან ჩვენ ყველა ერთად ბევრი ვართ, ბევრ ხალხს კი შესაბამისად ბევრი საწოლი ჭირდება დასაძინებლად.

ეზოში სიმწვანეა, კვიპარისებმა გაიხარეს და უზარმაზარი გახდნენ, სახლის სახურავამდე არიან ასულები. აივნის გვერდით ალუჩის ხეა და მზისგან ნაწილობრივ იცავს აივანს, ეზოში…

View original post 221 more words

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s